geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სოციოლინგვისტიკის მესამე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა. სკოლის ორგანიზატორები არიან სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება.

 

სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლის გახსნაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან ქოქრაშვილი, მეცნიერების პოპულარიზაციისა და ქართველოლოგიის სამმართველოს უფროსი ნინო მაჩურიშვილი, სოციოლინგვისტიკის სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე და საზაფხულო სკოლის მოწვეული ლექტორები ნიდერლანდების, იტალიის, შვედეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებიდან.

 

საზაფხულო სკოლა პირველ აგვისტომდე გაგრძელდება. სოციოლინგვისტიკის სკოლის სტუდენტები არიან ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგიის, ისტორიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, სოციოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობისა და სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების ქართველი და უცხოელი სტუდენტები.

თარიღი: 29/07/2026